saqarTvelos qedebi - avadharis qedi
ისტორიული სახელწოდება: აუადჰარა.
ქედი მდინარე ავადჰარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სამხრეთი განშტოება. სიმაღლე ზღვის დონიდან 2000-2600 მ. აგებულია ლიასური თიხა - ფიქლებით. ქედის ფერდობები შემოსილია ნაძვნარ-სოჭნარ-წიფლნარით. ზემოთ სუბალპური ლიხი და მდელოებია.